Материалы

არნო ბაბაჯანიანის ხსოვნის საღამო „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში

2025 წლის 25 იანვარს, თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში, გაიმართა ნიჭიერი მუსიკოსის და კომპოზიტორის არნო ბაბაჯანიანის ხსოვნის საღამო.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ სომეხი და ქართველი მუსიკის მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები, კომპოზიტორის ვაჟი - არაიკ ბაბაჯანიანი. ცენტრში მრავლად იყვნენ დიდი კომპოზიტორის სიმღერისა და მუსიკის თაყვანისმცემლები.

ღონისძიების წამყვანმა, რომელმაც წარმოაჩინა არნო ბაბაჯანიანის განსაკუთრებული პიროვნება, ისაუბრა შემოქმედებითი განვითარებით აღსავსე ხელოვანის ცხოვრებაზე და ხაზი გაუსვა იმ პოეტებს და მომღერლებს, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ჟანრში წარუდგინეს მისი ნამუშევრები, რითაც ნამუშევრებმა მტკიცე ადგილი დაიმკვიდრა მუსიკალურ საგანძურში.

სომხეთსა და ერევანზე შეყვარებული კომპოზიტორის შემოქმედება, რომელიც ამ უკანასკნელისადმი მიძღვნილ მრავალ ნამუშევარს მოიცავს, ოსტატურად წარმოაჩინეს თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა ჰენრიხ პეტროსიანმა, საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ვოკალური სტუდიის „ვან“ შემსრულებელმა ნინა კარაპეტიანმა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ბავშვთა გუნდმა „ნერსეს შნორჰალი“ (ხელმძღვანელი: აიდა ბაზოიან-სურმალიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი). გამომსვლელებმა ულამაზესი შესრულებებით მაყურებლის გულთბილი მიღება დაიმსახურეს.

არნო ბაბაჯანიანი, რომელიც ყოველთვის აფასებდა სომხურ-ქართულ მეგობრობას, დიდი სიყვარულით მიიღო დედაქალაქმა თბილისმა. შემთხვევითობა არ არის ის, რომ მსოფლიოს ექვს ქალაქს შორის არის თბილისიც, სადაც ფუნქციონირებს არნო ბაბაჯანიანის სახელობის საქართველოს საზოგადოებრივი ფონდი, რომელსაც თამაზ ყიფიანი ხელმძღვანელობს.

არნო ბაბაჯანიანის ნაწარმოებები შეასრულეს პიანისტმა ესაი აბოვიანმა, ერევნიდან სტუმრად მყოფმა ინესა ავაგიანმა, რომელიც გახლავთ "Song of Songs, new Voices"-ის გამარჯვებული, ერევნის კონსერვატორიის სტუდენტმა კიმა ოჰანიანმა და საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის სომხეთის და ესპანეთის პრემიის ლაურეატმა ქრისტინე რესტაკიანმა.

შესაძლოა, სიცოცხლეშივე ცნობილი მუსიკოსი ვერასდროს წარმოიდგენდა რომ დადგებოდა დრო, როდესაც მისი ნაწარმოებები გაჟღერდებოდა აგრეთვე სომეხი კლასიკოსის ჰოვანეს თუმანიანის თბილისურ ბინაში, რაც დღეს რეალობად იქცა.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են