ნაადრევად გარდაცვლილი მხატვრის დაბადების დღისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა

3 თებერვალს, ცნობილ მხატვარს, თენგიზ მიკოიანცს 61 წელი შეუსრულდებოდა. მიკოიანცების ოჯახის ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ორგანიზებით, 2025 წლის 3 თებერვალს, „ჰაიარტუნ“ ცენტრში ახლახან გარდაცვლილი ნიჭიერი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. თენგიზ მიკოიანცის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა, არის ნიჭიერი მხატვრის იმ ფერწერული ნამუშევრების ექსპოზიცია, რომელიც მხატვრის ოჯახისათვის განსაკუთრებით ძვირფასია.
გამოფენის დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა კიდევ ერთხელ განეცადა სიამოვნება თენგიზ მიკოიანცის ფუნჯის უნიკალურობით, ფერთა ჰარმონიით, პალიტრის სიმდიდრით და აღფრთოვანებულიყო თბილისისთვის მიძღვნილი მისი ფერადი და მდიდრული ნახატებით.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში თენგიზ მიკოიანცის ნამუშევრების გამოფენა 9 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.