Материалы

ტიარნინდარაჯის კოცონი დაინთო თბილისის სომხურ ეკლესიებში

2025 წლის 13 თებერვალს, სომხურ ეკლესიებში ტიარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაულის წინა დღე აღინიშნა. საუფლო დღესასწაული ეხმიანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის მიერ 40 დღის იესოს ტაძრად მიყვანას და უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის განკარგულებით ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ არის გამოცხადებული.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა და ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა სათანადოდ იქადაგეს დღის მნიშვნელობაზე.

2

დღესასწაულს ხალხური ტრადიციიდან შემორჩა კოცონის დანთება. წმინდა ტრაპეზის კანდელიდან ანთებული სანთლით დაინთო ტიარნინდარაჯის კოცონი ორვე ეკლესიის ეზოში, რამაც კიდევ უფრო აამაღლა დამსწრეთა მხიარული განწყობა.

სომხური სიმღერა და მუსიკა გაჟღერდა სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც ეპარქიის კულტურის განყოფილების პასუხისმგებლის და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ქორეოგრაფის, სურენ აბრამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა ეროვნული ცეკვების მასტერკლასი. სომხურ ეროვნულ ცეკვას, ქორეოგრაფის მითითებებით შეუერთდნენ ეთნოგრაფიულ-ქორეოგრაფიული  ანსამბლი „ტარონის“ წევრები, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის აღსაზრდელები და საქართველოში არსებული სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების სხვადასხვა ჯგუფის მოსწავლეები. სადღესასწაულო კოცონის დანთებას, დედაქალაქის ორივე რაიონში - მეიდანსა და ავლაბარში, მოჰყვა დამსწრეთა ცეკვა-სიმღერა და კოცონზე ხტომა.

თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ჯვრის ნათლიების, არკადი ჰოვაკიმიანისა და კარენ დარბინიანის მხარდაჭერით მოეწყო მიღება. დღესასწაული ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა.

საუფლო დღესასწაულის წინა დღე საზეიმოდ აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, ბათუმის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვა ეკლესიებში.

3

4

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge