Материалы

სურბ სარგისის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ჯვრებით მსვლელობა და წინასადღესასწაულო ცერემონია თბილისში

სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის - მარტიროსისა და 14 ჯარისკაცის ხსენების დღე მოძრავი დღესასწაულია. სომხური ეკლესია 2025 წლის კალენდრით მას 15 თებერვალს აღნიშნავს.

დღესასწაულამდე, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში შეკრებილი მომლოცველების მრავალრიცხოვანი ჯგუფი, ღირსი მღვდლის სამველ ტოროსიანის კურთხევის მიღების შემდეგ, ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანის და ღირსი მღვდლის ჰოვსეფ ჰარუთუნიანის წინამძღოლობით, დიაკვანთა დასთან ერთად, სურბ სარგისის ხატებითა და ბაირაღებით, გალობებითა და ლოცვით გაემართა ხარფუხის რაიონში მდებარე სურბ სარგის სამლოცველოსკენ. წმინდანის სახელობის სამლოცველო აშენებულია 1883 წელს. მსვლელობის მონაწილეები შეჩერდნენ შამქორეცოც კარმირ ავეტარან უმოქმედო ეკლესიის ნანგრევებთან და ილოცეს ეკლესიის აღდგენისათვის.

2

თითოეულმა მომლოცველმა დაანთო სანთელი და ილოცა სამლოცველოში, რის შემდეგაც მსვლელობა სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრისკენ დაიძრა და შეუერთდა ადგილზე მყოფ მორწმუნეებს, რომელთა შორის ჭარბობდნენ ახალგაზრდები, მათ შორის იყვნენ უცხოელი ახალგაზრდებიც.

სურბ გევორგ ეკლესია ვერ იტევდა მრავალრიცხოვან მორწმუნეებს, რომელთაც დიდი სურვილი ჰქონდათ მიეღოთ წმინდანის შუამდგომლობა. დღესასწაულამდე საღამოს ღვთისმსახურება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევითა და სასულიერო დასის მონაწილეობით აღევლინა.

ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა იქადაგა დღის მნიშვნელობაზე - სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟისა და ჯარისკაცების ქრისტიანობისთვის თავგანწირვაზე. ღირსმა მღვდელმა ისაუბრა უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულებით სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაულის ახალგაზრდების კურთხევის დღედ გამოცხადების შესახებ, შეასრულა ახალგაზრდების კურთხევის წესი და მათ მიზნების განხორციელება უსურვა.

წინასადღესასწაულო ცერემონიის დასასრულს, ხალხური ტრადიციის თანახმად, ახალგაზრდებს მარილიანი კვერები დაურიგდათ, რომელიც ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების წევრების მიერ იყო მომზადებული. სწორედ წინასადღესასწაულოდ მირთმეულ კვერს უკავშირებენ ახალგაზრდები სურვილების ასრულებას.

15 თებერვალს, სურბ სარგისის ხსენების დღეს, თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

 

3

4

5

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge