საქართველოს სომეხთა ეპარქიაში წმინდა ვარდანანც დღესასწაული წმინდა წირვით აღინიშნა

2025 წლის 27 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით წმინდა წირვა აღევლინა, რომელიც წმინდა ვარდანანც მხედართმთავრების და 1036 მოწამის ხსოვნას მიეძღვნა.
დღის მწირველი მღვდელი გახლდათ ღირსი მღვდელი ვირაპ ღაზარიანი. იგი 2001 წელს სომხეთის რესპუბლიკის აპარანის რაიონის სურბ ხაჩ ეკლესიაში აღვლენილი საკუთარი პირველი წმინდა წირვისას პირობას დებს, რომ საკუთარი სულიერი მსახურებისას ვარდანანც დღესასწაულზე ეკლესიებში პირადად აღავლენს მათი ხსოვნის წმინდა წირვას. მღვდელმა ვირაპმა ვარდანანც დღესასწაულზე მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი წმინდა წირვა უწყვეტად - 24-ედ აღავლინა.
წმინდა ვარდანანც დღესასწაული აგრეთვე არის უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის სახელობითი დღე. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარდა საპატრიარქო ლოცვა ყოველთა სომეხთა საკათალიკოსოს სიმტკიცის და უწმინდესი პატრიარქის დღეგრძელობის და ნაყოფიერი მწყემსმთავრობისთვის.
მწირველმა მღვდელმა დალოცა დამსწრეები და თითოეულ ვარდანს მათი სახელობის დღესასწაული მიულოცა.
წმინდა ვარდანანც დღესასწაული წმინდა წირვით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ტაძრებში.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი