Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ძირითადი ბარეკენდანი

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით და მხარდაჭერით, ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაული (ყველიერი) თბილისის სომხურ თემში სახალხო ზეიმად იქცა. ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში აღვლენილი წმინდა წირვის დასრულების შემდეგ, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მორწმუნეებს ელოდათ ყველიერის კვირის კერძები და სადღესასწაულო განწყობა.  

2

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით იკურთხა ღაფამით, სომხური ჰალვით, ტკბილი ფლავით, ფოხინდით, ნამცხვრებითა და სხვა საკვებით გაწყობილი სუფრები, რომელიც ეპარქიის საწინამძღვროს, სურბ გევორგ და სურბ ეჯმიაწინ ეკლესიების ჯვრების ნათლიების - არკადი ჰოვაკიმიანის და კარენ დარბინიანის მხარდაჭერით საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირმა გააწყო.

ღონისძიების მიზანია ხალხური ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და ეროვნული კერძების შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. საქართველოს სომეხ ქალთა კავშირ „შუშანიკის“ თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა ღონისძიების ხელშეწყობისათვის მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, სპონსორებს, სომხეთიდან სპეციალურად ამ დღისათვის თბილისში სტუმრად მყოფ მზარეულს, დავით ბაბაიანს, „ჰაიარტუნ“, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრებს, ა/ო საქართველოს სომეხთა სათვისტომოს, ორგანიზაცია Homenetmen „Tbilisi“ და ღონისძიებაში ჩართულ ქალბატონებს. ღონისძიების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„ჰაიარტუნ“ ცენტრში ჟღერდა მხიარული სიმღერა და მუსიკა, გაიმართა მიღება. გვიანობამდე იგრძნობოდა ძირითადი ბარეკენდანის სადღესასწაულო განწყობა.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: contact@armenianchurch.ge

 ©2025 armenianchurch.ge