Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მიერ ტავუშის რეგიონში იკურთხა წმინდა ტრაპეზი

2025 წლის 7 აპრილს, უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტ სამველ მხითარიანის საპატიო წინამძღოლობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მიერ ჩატარდა ტავუშის ეპარქიის საწინამძღვროსთან არსებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველოს და წმინდა ტრაპეზის კურთხევის საზეიმო ცერემონია.

წმინდა სამლოცველოს მშენებლობას ღვთისმოსაობით, ლოცვითა და ჩართულობით ხელი შეუწყვეს ბატონმა არმენ ისკანდარიანმა და მისმა მეუღლემ, ქალბატონმა არმენუჰი პოღოსიანმა, აგრეთვე სხვა ღვთისმოყვარე სომხებმა. მათი ლოცვა-ვედრებაა, რომ სამლოცველო ყოფილიყოს იმედისა და ნუგეშის, სიხარულისა და მხნეობის, უფალთან ერთიანობის და უფალთან ზიარების ერთ-ერთი წმინდა ადგილი.

კურთხევის საზეიმო ცერემონიის დასასრულს უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის კონდაკის თანახმად, ბატონ არმენ ისკანდარიანს, და მის მეუღლეს, ქალბატონ არმენუჰი პოღოსიანს გადაეცათ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის უმაღლესი მედალი - „სურბ ნერსეს შნორალი“.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველოს წმინდა ტრაპეზის კურთხევის შემდეგ, დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა, მოუწოდა საკუთარ ლოცვებში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შეავედრონ შუამდგომლობა და უსურვა, რომ ნაკურთხი სამლოცველო გამხდარიყოს მარადიული კურთხევის და რწმენის უნიკალური ადგილი.

საზეიმო ცერემონიის დასკვნით ნაწილში ჩატარდა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა საბავშვო სიმღერის გუნდმა; ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა საწინამძღვროს მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრები, აგრეთვე ჩატარდა პატარა წარმოდგენა და წაკითხულ იქნა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ლოცვები.

 

2

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge