Материалы

თბილისის სომხურ ეკლესიებში შესრულდა ფეხის დაბანის წესი და ზეთის კურთხევა

2025 წლის 17 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, ქრისტიანულ ეკლესიებში ფეხის დაბანის ცერემონია გაიმართა: ქრისტე, ბოლო ვახშმის შემდეგ,  აჩვენებს რა ჭეშმარიტი თვინიერებისა და თავმდაბლობის მაგალითს - დაბანს თავის მოწაფეებს ფეხებს. ეპარქიის ეკლესიების სულიერმა მამებმა, უფლის ამ მაგალითზე, საგალობლების ქვეშ,  ეკლესიის საკურთხეველში მუხლმოდრეკილი აღასრულეს ფეხის დაბანის წესი და კურთხეული ზეთით სცხი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანმა აღასრულა ფეხის დაბანის წესი, ეკლესიის სულიერ მამებს, მსახურებსა და მოსამსახურებს ფეხები დაბანა და კურთხეული ზეთით სცხო.

ცერემონიის შემდეგ ნაკურთხი ზეთი დაურიგდათ მორწმუნეებს. ავლაბრის წმ. ეჯმიაწინის ეკლესიაში ფეხის დაბანის წესი იმავე თავმდაბლობით აღასრულა ეკლესიის მსახურმა ღირსმა მამა ღვდელმა კირაკოს სიმონიანმა.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge