ჭრაგალუიცის (სანთლების დანთების) წმინდა წირვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წმ.ეჯმიაწინის ეკლესიაში

2025 წლის 19 აპრილს, დიდი შაბათის საღამოს, იესო ქრისტეს წმინდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ჩატარდა ჭრაგალუიცის წმინდა ლიტურგია.
თბილისის ავლაბრის წმინდა ეჯმიაწინის ეკლესია და ეზო სავსე იყო ხალხით. ისინი მოდიოდნენ ოჯახებით, მოვიდნენ იმისთვის, რომ პირველებმა გაიგონონ კაცობრიობის მხსნელის-მაცხოვრის აღდგომის სასიხარულო ამბავი. წმინდა ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა აღავლინა.
წინასადღესასწაულო წირვის შემდეგ მეუფემ გამოაცხადა მაცხოვრის სასწაულებრივი აღდგომის შესახებ სასიხარულო ამბავი. მორწმუნეებმა სიყვარულით მიულოცეს ერთმანეთს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა.
წმინდა ლიტურგიის დასარულს, ეპარქიის წინამძღვარმა თავის ქადაგებაში ისაუბრა დასაგმობი გამოწვევებით აღსავსე ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მიმდინარე ომებზე, სიკვდილისა და უბედურების გავრცელებულ საშინელებაზე. მაგრამ იესო ქრისტეს წმინდა აღდგომა შთააგონებს იმ რწმენასა და იმედს, რომ სამართლიანობა დამყარდება, რომ მოვა სიკეთის გამარჯვება, როგორც ეს მოხდა იესო ქრისტეს წმინდა აღდგომითა და ბოროტების დამარცხებით.
მისი ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა მორწმუნეებს წმინდა აღდგომა მიულოცა, საქართველოსა და სომხეთს უსურვა მშვიდობა, სამხედრო ტყვეებს თავისუფლება, დევნილ-ლტოლვილებს თავიანთ სახლებში დაბრუნება, ქვეყნებს კი წინსვლა და განვითარება.
წმ. ლიტურგიის დასასრულს მორწმუნეებმა დაშვებული სასანთლედან დაანთეს თავიანთი სანთლები და მაცხოვრის ლოცვა-კურთხევა მიღებული შინ დაბრუნდნენ, თან წაიღეს უფლის აღდგომის წმიდა სინათლე. შემდეგ გაიმართა აღდგომის დღესასწაულის შემდგომ პირველი სახლკურთხევა. ავლაბრის წინამძღვრის რეზიდენციაში აკურთხეს პური, წყალი და მარილი.
ხალხის სიარული ეკლესიაში შუაღამემდე გაგრძელდა.