იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარში

2025 წლის 20 აპრილს ქრისტიანულმა სამყარომ აღნიშნა ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს წმინდა აღდგომის დღესასწაული.
ხალხმრავლობა იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში. სადღესასწაულო დღე დილის ღვთისმსახურებითა და ანდასტანის წესით დაიწყო.
იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა წმინდა ლიტურგია აღავლინა.
წმინდა ლიტურგიის დროს მომლოცველმა უწმინდესმა ეპისკოპოსმა კირაკოსმა წაიკითხა მისი უწმიდესობისა და ყოვლადუსამღვდელოესობის, სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სააღდგომო გზავნილი.
წმინდა და უკვდავი ლიტურგიის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა მიულოცა მორწმუნეებს წმინდა აღდგომის დღესასწაულის - ბოროტების წინააღმდეგ სიკეთის, სიბნელეზე სინათლის გამარჯვება, დალოცა აღდგომის სიმბოლო - შეღებილი კვერცხები.
დამცავი ლოცვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში სადღესასწაულო სუფრაზე დაიდო შეღებილი კვერცხები და დაიწყო “კვერცხების ბრძოლა”, რომელშიც მონაწილეობდნენ მოხუცებიც და ახალგაზრდებიც, სიხარული დიდი იყო ბავშვებს შორის.
ორშაბათს, წმ. ლიტურგიის შემდეგ, მიცვალებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წირვა აღევლინება.