წმინდა აღდგომის დღესასწაული აღევლინა ქალაქ რუსთავის "გრიგორ ნარეკაცის" ცენტრში

უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წმ. გრიგორ ნარეკაცის" სასულიერი და საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრში წმ. ლიტურგია აღევლინა. წმინდა ლიტურგია აღავლინა ქალაქ მარნეულისა და რუსთავის სომხური ეპარქიის სასულიერო მოძღვარმა, ქ. რუსთავის "წმ. გრიგორ ნარეკაცის“ სასულიერო, საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, ღირსი მამა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა.