სააღდგომო საჩუქრები საქართველოს სომეხთა ეპარქიის „წმ.მოვსეს ხორენაცის,, სკოლამდელი აღზრდის აღსაზრდელებს

2025 წლის 22 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,წმ. მოვსეს ხორენაცის,, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მხიარული განწყობა სუფევდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, ეჯმიაწინის ეკლესიის ჯვრის ნათლია კარენ დარბინიანი მეუღლესთან -ანუშ მარკოსიანსა და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად, ასევე ეპარქიის ადმინისტრაციული განყოფილების ხელმძღვანელი კარენ ერიციანი.
სტუმრები, რა თქმა უნდა, ხელცარიელი არ მოვიდნენ. საჩუქრები ყოველთვის სასიამოვნო სიურპრიზია, სააღდგომო საჩუქრები კი უფრო მეტიც. პატარებმა, "ჰაიარტუნის" დირექტორ ევგენია მარკოსიანთან და მასწავლებლებთან ერთად დახვდნენ სტუმრებს. ბავშვების დალოცვის შემდეგ უწმინდესმა მათ დაურიგა „კეთილი სამარიტელი“ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქრები ,,სამარიტელის ქისა,, ,ხოლო ჯვრის ნათლიამ და მისმა მეუღლემ პატარები გაახარეს შეღებილი კვერცხებითა და ტკბილეულით დამზადებული საჩუქრებით. სიხარულმა პიკს მიაღწია, როცა სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვებმა „კვერცხის ბრძოლის“ თამაში დაიწყეს.