Материалы

ბარეხოსაკან (შუამდგომლობითი) ლოცვა თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში

2025 წლის 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მილიონ-ნახევარი წმინდანათ შერაცხული მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის თავმჯდომარეობით შესრულდა სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ბარეხოსაკან (შუამდგომლობა)-ლოცვა.

ბარეხოსაკან ლოცვას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის  საელჩოს დიპლომატები, თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, ინტელიგენცია, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლები.

ეპარქიის წინამძღვვარმა სათანადოდ ისაუბრა დღის გზავნილზე. მე-20 საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის ისტორიის ფურცლებზე ჩაწერილი რწმენისა და სამშობლოსთვის ბრძოლის, სომეხი ხალხის წინააღმდეგ ცეცხლითა და მახვილით ჩადენილი დანაშაულის, მილიონ-ნახევარი უდანაშაულო მსხვერპლის მოწამეობრივი სიკვდილის, ერის ისტორიული სამშობლოდან განდევნის შესახებ მითითებით, წმინდა მამამ აღნიშნა გენოციდის ხსოვნის თანამედროვე ფორმულირებები, ხსენების ღონისძიებებზე სომეხთა რაოდენობის შემცირება, მოთხოვნების დაგმობისა და უარყოფის არასწორი მიდგომები.                                                            

მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანმა  მოუწოდა იცხოვრონ წინაპრების ხსოვნის შენარჩუნებით, აღიარონ და დაგმონ ყველა სახის გენოციდი, რომელიც მხოლოდ რწმენითა და ეროვნებით არის განპირობებული.

ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს მოუწოდა, ელოცათ ხალხის ხსნისთვის, რათა სამშობლო დაცული იყოს სასტიკი და უმოწყალო მტრის ხელყოფისა და დაშინებისგან და ეთხოვათ სომეხთა გენოციდის მილიონ-ნახევარი წმინდა მოწამის შუამდგომლობა ხალხის ხსნისთვის, მათთვის, ვინც იცავს სამშობლოს და მის საზღვრებს.

24 აპრილს, ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდები, საპროტესტო აქციები, მსვლელობები და მშვიდობიანი მიტინგები გაიმართა საქართველოს სომხებით დასახლებულ ქალაქებსა და რეგიონებში.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge