Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიამ უმასპინძლა სიუნიქის რეგიონის ქაჯარანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრსა და სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის რეგიონის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დამყარებული მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, 2025 წლის 2-4 მაისს, თბილისში უმასპინძლეს ქაჯარანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები, მათ მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად,.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის დარბაზი სავსე იყო მოსწავლეებითა და ზრდასრული მაყურებლებით.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა, ევგენია მარტკოსიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევის გადაცემით, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა სიუნიქის რეგიონის სხვადასხვა რაიონის საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების მიერ საქართველოს სომეხთა ეპარქიაში და კერძოდ, „ჰაიარტუნ“ ცენტრში წლების განმავლობაში განხორციელებული ვიზიტების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ  ისინი სიხარულით ამჯერად მასპინძლობენ ქაჯარანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს.

სამხატვრო სკოლის დირექტორმა, არმინე თუმანიანმა, სტუმართმოყვარეობისთვის მადლიერების გამოხატვისას, აღნიშნა, რომ მათი მიზანი იყო თაობებისთვის თბილისის სომხური მემკვიდრეობის გაცნობა და ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტების დროს შერჩევა მათზე კეთდებოდა, ვინც პირველად იქნებოდა საქართველოს დედაქალაქში.

ქაჯარანელმა ბავშვებმა თანატოლები გაახარეს ჰოვჰ. თუმანიანის „მატყუარა მონადირის“, „კიკოსის სიკვდილის“ და „ბარეკენდანის“ დადგმების ლამაზი და ოსტატური შესრულებით (პედაგოგი: ტიგრან ღუკასიან), რომელიც თბილისის სომეხმა მოსწავლეებმა და უფროსებმა მიიღეს თბილად.

ღონისძიება შეაჯამა ღირს. მამა კირაკოს მღვდელი სიმონიანმა. მან დამსწრეებს წმინდა აღდგომის სასიხარულო ამბავი გადასცა და უსურვა მათ სამშობლოს სიყვარული, რწმენის ერთგულება, ენისა და კულტურის მოვლა და შენარჩუნება.

ქაჯარანელმა სტუმრებმა  ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს ჰოვჰ. თუმანიანის ყოფილი სახლი  და სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ხოჯივანქის პანთეონი.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge