საქართველოს სომეხთა ეპარქიაში პატივი მიაგეს მიქაელ ლორის-მელიქოვის ხსოვნას

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს სომეხ ინტელექტუალთა კავშირის (პრეზიდენტი: ენოქ თადევოსიანი) ინიციატივით და „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი) ორგანიზებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში გრძელდება „ჩვენი დიდებულების“ სერიის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
2025 წლის 4 მაისს ეპარქიაში გამართული ხსოვნისადმი ღონისძიება მიეძღვნა თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალული ერთ-ერთი ღირსეული სომეხის, სომხური წარმოშობის რუსი სამხედრო ლიდერისა და სახელმწიფო მოღვაწის, მეფის რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მიქაელ ლორის-მელიქოვის ხსოვნას.
კვირის საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანმა, სასულიერო პირებისა და დიაკვნების მონაწილეობით, მიქაელ ლორის-მელიქოვის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა და მისი საფლავის ქვა ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დარბაზი სავსე იყო ხალხით. თბილისელი სომხები მოვიდნენ სამხედრო, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, მეფის რუსეთის გამოჩენილი ჩინოვნიკის, ლორის-მელიქოვის შესახებ გადაღებული ფილმის სანახავად. ფილმი უაღრესად საინტერესო და ისტორიული ფაქტებით მდიდარი იყო.
მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ჩვენი დიდებულების“ სერიის დოკუმენტურ ფილმებს „ჰაიარტუნ“ ცენტრს სისტემატიურად აწვდის სომხეთის რესპუბლიკის კომპანია „გრანდ ქენდი“.