Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „წმ. მოვსეს ხორენაცის“ სახელობის სკოლამდელი აღზრდის აღსაზრდელები სომხურ განათლებას მიიღებენ

2025 წლის 22 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მამაობრივი კურთხევით, ეპარქიის „სურბ  მოვსეს ხორენაცის“ სახელობის სკოლამდელი აღზრდის  კურსდამთავრებულთა ჯგუფი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორის - ევგენია მარკოსიანის ხელმძღვანელობით, სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლის, აიდა ბაზოიან-სურმალიანისა და მათი მშობლების თანხლებით, ეწვია თბილისის 104-ე საჯარო სკოლას, სადაც ისინი პირველ კლასში მისაღებად დარეგისტრირდნენ.

სკოლამდელი აღზრდის აღსაზრდელებს თბილად შეხვდნენ სკოლის დირექტორი ირინა ჟამკოჩიანი და სასწავლო ნაწილის გამგე ალმარი სირადეღიანი. ბავშვებმა სკოლის ხელმძღვანელებს აჩვენეს, თუ ცოდნის რა მარაგით შედიან სომხურ სკოლაში, რაც, რა თქმა უნდა, მომავალში მათი ცოდნის გაღრმავებისა და გაფართოების გარანტიაა. სკოლის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, კმაყოფილება გამოხატა „ჰაიარტუნ“ ცენტრის და „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლების“ ხელმძღვანელობის მიმართ, მოსწავლეების მათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმართვისთვის, რომლებსაც  მიღებული აქვთ შესაბამისი დონისა და მაღალი ხარისხის სომხური ენის ცოდნა, რაც ბავშვების კარგი წინსვლისა და მაღალი ხარისხის სომხური განათლების მიღების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

მომავალმა პირველკლასელებმა მოირეს სკოლის შენობა, დაათვალიერეს თავიანთი მომავალი კლასი, იყვნენ ბიბლიოთეკაში, სადაც ბიბლიოთეკარი ჰასმიკ ანტონიანი გააოცეს თუმანიანის ზღაპრების კარგი ცოდნით.

ცენტრის მიერ დეტალურად და ზუსტად მომზადებული დოკუმენტებისა და მშობლების განცხადების საფუძველზე, წლევანდელი „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სკოლამდელი აღზრდის 15 კურსდამთავრებულიდან ათი 2025-2026 სასწავლო წელს 104-ე სომხურ სკოლაში დაიწყებს სწავლას, ხოლო  სამი - 103-ე ქართულ-სომხურ საჯარო სკოლაში.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge