Материалы

„ჰაიარტუნ“ ცენტრში ჟანხაჩის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლით დაიწყო ფილმების სერია

2025 წლის 31 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში დაიწყო ფილმების სერია სახელწოდებით „გავიცნოთ ჩვენი ღირსეულნი“, რომლის პირველი ვიდეოც  თბილისელი ნიჭიერი სომეხი მხატვრის, ნაადრევად გარდაცვლილი ჟანხაჩის შემოქმედებით ცხოვრებასა და ხსოვნას, მიეძღვნა.

ფილმების სერიის ინიციატივა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს, საქართველოს სომხებს შორის ცნობილ სომეხს - გურგენ მხითარიანს ეკუთვნის, თანაავტორი კი ხელოვნებადმცოდნე  ედუარდ მესროპიანია.

შესაძლოა, ამჟამინდელმა თაობებმა ძალიან ცოტა ან საერთოდ არაფერი იციან ნიჭიერი მხატვრის, ვარუჟან ხაჩატრიანის - ჟანხაჩის შესახებ და არ იცნობენ მისი უსაზღვრო ფანტაზიით, მდიდარი პალიტრითა და ოსტატური ფუნჯით შექმნილ ინტელექტუალურ, ფსიქოლოგიურ და ბიბლიურ ტილოებს, რომლებიც სიყვარულზე, სილამაზეზე, რწმენასა და სიბრძნეზეა დაფუძნებული.

დარბაზში გამოფენილმა ნახატებმა მაყურებელი ნიჭიერი მხატვრის ნახატების სიღრმეში, ფერების შერწყმასა და ზეციური შინაარსის სიღრმეებში გადაიყვანა. ვიდეოფილმი მიზნად ისახავს მოდერნიზება მოახდინოს ჟანხაჩის ხსოვნასა და სიდიადეს.

ფილმი დოკუმენტურია, მდიდარია ფაქტოგრაფიული მასალით, მოგონებებით, მისი ხელოვნების შეფასებებითა და მისი განუმეორებელი ტილოების გამოფენით.

დარბაზი სავსე იყო დამთვალიერებლებით, სხვადასხვა ეროვნების ხელოვანებით, რომლებმაც ცალსახად გაუსვეს ხაზი ჟანხაჩის ნახატების პატრიოტული, ეთნოგრაფიული და სულიერი პათოსის თაობებისთვის გადაცემისა და გავრცელების აუცილებლობას, ხოლო  მომხსენებლებმა - ერევნის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელმა ჰარუთიუნ ხუდანიანმა, ჟურნალისტმა აიდა ბაბაჯანოვამ, ეპარქიის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელმა სუსანნა ხაჩატრიანმა და გაზეთ „ვრასტანის,,/,,საქართველოს“/  რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა - ცალსახად მოუწოდეს ავტორს და თანაავტორს, გაეგრძელებინათ მუშაობა ფილმების სერიაზე, რათა უკვდავყოთ საქართველოს სხვა სომეხი მოღვაწეების ხსოვნა.

დამსწრეებს კურთხევა გადასცა და ღონისძიება შეაჯამა ღირსი მამა სამველ თოროსიანმა. ამ უკანასკნელმა მათ  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევისა და საუკეთესო სურვილების გადაცემით, მიუთითა ჟანხაჩის შემოქმედებითი სამყაროს სრულყოფაზე, ღმერთთან სასაუბრო შინაგანი სულიერი ხმის გადმოცემაზე  და თავისი სათქმელი მან დაასრულა შემდეგი  სიტყვებით: „ადამიანი იზრდება, როდესაც ადიდებს დიდებულებს“.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge