მამაოს კურთხევა და სასაჩუქრე ყუთები მარნეულის ბავშვებისთვის

2025 წლის 19 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ მარნეულს ეწვია. მისი უწმინდესობა, ადგილობრივი მკვიდრის, ართურ გოგიანის ორგანიზებით და თანხლებით, ქალაქის სხვადასხვა სკოლამდელი აღზრდისა და კულტურულ დაწესებულებებს ეწვია, სადაც სომეხი ბავშვები იზრდებიან და სწავლობენ. მისმა უწმინდესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა მამაოს კურთხევა გადასცა მათ და ყველას დაურიგა „კეთილი სამარიელის“ ქრისტიანული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „სამარიელის ჩანთა“ საჩუქრები, რაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო ადგილობრივი ბავშვებისთვის.