სასწავლო წლის ბოლო ღონისძიება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამოსამშვიდობებელი ღონისძიება

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 2024-25 სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ასევე უფროსი ჯგუფის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება იყო.
ღონისძიებას ესწრებოდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის დამფუძნებლის, ცხონებული ბორის სააკოვის ქალიშვილი, იულია სააკოვა.
ზეიმის გახსნისას, ეპარქიის საგანმანათლებლო განყოფილების დირექტორმა, „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა, ევგენია მარკოსიანმა, მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ბავშვთა დაწესებულების მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 14 კურსდამთავრებულიდან 12 გააგრძელებს სწავლას დედაქალაქის სომხურენოვან სკოლებში.
დარბაზის გაფორმება უნიკალური იყო: „ბავშვობის“ მატარებელი, რომლის გაჩერებებიც წარმოადგენდა სკოლამდელ დაწესებულებაში სწავლის ეტაპებს: ასო-ციფრებს, მეგობრობის გაკვეთილებს და მშვიდობის ბაღს. თითოეულ გაჩერებაზე ბავშვები აჩვენებდნენ თავიანთ ნასწავლს: ასოებისა და რიცხვების სამყაროში ორიენტირებას, სიმღერასა და ცეკვას, სახალისო თამაშებს, მეგობრობას, სიყვარულს ენის, სამშობლოს, დაბადების ადგილის მიმართ.
გამომშვიდობების ღონისძიებაზე განსაკუთრებული იყო ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის სიურპრიზით, რაც გამოიხატა ანიმატორ ჩიბურაშკასა და ციყვის მონაწილეობით მხიარულ და სახალისო გასართობში. დასასრულს, კურსდამთავრებულებმა მიიღეს სერტიფიკატები, ალბომ-ვინიეტები და კარენ ერიციანისგან საჩუქრები „სამარიტელის ჩანთა“.
ბავშვობის ახალ ეტაპზე გადასულ სკოლამდელ დაწესებულების ბავშვებს აქვთ ასევე საკუთარი ოცნებები, რომელთა ნაწერებიც მასწავლებლების - აიდა ბაზოიან-სურმალიანის, ტათევიკ სააკიანის, ნანე ოგანესიანის და ძიძა ერინაზ მარტიროსიანის დახმარებით, ბუშტებში მოათავსეს და ცაში გაუშვეს ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიის ეზოში.