საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული ჯგუფი სომხური ეკლესიის საერთაშორისო ახალგაზრდული გაერთიანების (ს.ე.ს.ა.გ.)-ის პან-სომხურ მომლოცველობაში მიიღებს მონაწილეობას

2025 წლის 2 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიაში დილის წირვის დასრულების შემდეგ, ღირსი მამა ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა ს.ე.ს.ა.გ.-ის პან-სომხურ მომლოცველობაში მიმავალ საქართველოს სომეხი ახალგაზრდების ჯგუფის წევრებს ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევა გადასცა, დალოცა ისინი და კეთილი მგზავრობა უსურვა მათ.
ს.ე.ს.ა.გ.-ის პან-სომხურ მომლოცველობა 3-დან 7 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის აღვერანში გაიმართება დევიზით „ქრისტიანული ოჯახი - სომხური იდენტობის საყრდენი“.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდა მომლოცველთა ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს ჯგუფურ დისკუსიებში თემებზე „ღვთის სასუფეველი“, „წმინდა ეკლესია“, „ოჯახი ეკლესიის საფუძველია“, „ქორწინება და რომანტიკული ურთიერთობა“, ასევე იშხანავანქის მომლოცველობაში და სომხური წმინდა ადგილების მონახულებაში.
წმინდა (სურბ) ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში წმინდა ლიტურგიასა და მომლოცველობის დახურვის ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ, ახალგაზრდების ჯგუფი სულიერად გაძლიერებული დაბრუნდება თბილისში.