მარნეულის მოსწავლეების შემეცნებითი ვიზიტი თბილისში

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, „ჯინიშიანის ხსოვნის“ ფონდის „სამოქალაქო დიალოგი და ცვლილებების პრაქტიკული ნაბიჯები 2025“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 16 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ორგანიზებით (ხელმძღვანელი ემილ სარგსიანი), გაიმართა მარნეულის მე-10-12 კლასელების შემეცნებითი ვიზიტი ქ. თბილისში. მოსწავლეების გადაადგილება მარნეულის მკვიდრმა არტურ გოგიანმა უზრუნველყო.
მოსწავლეთა თბილისური ვიზიტის პროგრამა მრავალფეროვანი იყო. ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში, ღირსი მამა ჰოვსეფ ჰარუთუნიანის კურთხევის შემდეგ, მოსწავლეებმა „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის დათვალიერებისას დირექტორის, ევგენია მარკოსიანის მონათხრობი მოისმინეს ცენტრის მრავალმხრივი საქმიანობის შესახებ. სკოლის მოსწავლეების მეხსიერებაზე შთაბეჭდილება მოახდინა ხოჯივანქში სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პანთეონის მონახულებამ და ერის დიდებული ადამიანების ხსოვნის წინაშე თაყვანისცემამ.
ასევე საინტერესო იყო ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების უფროსის ხელმძღვანელობით ვიზიტი და ექსკურსიამძღოლების მონათხრობი თბილისის საკრებულოს, საქართველოს პარლამენტის, 9 აპრილის მემორიალური კომპლექსის, ეროვნული მუზეუმის შესახებ და გასეირნება თბილისის ღირშესანიშნავ ადგილებში.
მარნეულის სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ჰოვჰ. თუმანიანის ყოფილი ბინა, ხოლო ექსკურსიამძღოლი გოჰარ მაზმანიანისგან შეიტყვეს იმ სომეხი, ქართველი და სხვა ეროვნების დიდებულების შესახებ, რომლებიც ოდესღაც ამ სახლში სტუმრობდნენ.
შემეცნებითი ვიზიტის ბოლო გაჩერება სურბ გევორგ საკათედრო უძველესი ეკლესია იყო, სადაც სასულიერო პირებთან ერთად ლოცვის შემდეგ, სკოლის მოსწავლეებმა სტუმართმოყვარეობის მაგიდასთან გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები. სკოლის მოსწავლეებმა სამახსოვრო საჩუქრად მიიღეს საქართველოს ეპარქიისა და „ჯინიშიანის ხსოვნის“ ფონდის ლოგოებით სამკერდე ნიშნები, კალმები და ბლოკნოტები.