Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუმინეთის პატრიარქთან შეხვედრაში

ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ,  კირაკოს ეპისკოპოსმა დავთიანმა, წმინდა ეჯმიაწინის დელეგაციის შემადგენლობაში, 8 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქთან, მის უნეტარესობა პატრიარქ დანიელთან შეხვედრაში.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა  რუმინელ სომხებს მიულოცა სომეხთა ეპარქიის რეზიდენციის, წმინდა მთავარანგელოზთა საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევა, ხოლო  სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ტათევ ჰაკობიანმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის.

საუბრის  დროს აღნიშნულ იქნა სომხურ-რუმინული საუკუნოვანი ურთიერთობები და განხილულ იქნა ორ ქრისტიანულ ეკლესიას შორის ტრადიციული მეგობრული და სულიერი კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების საკითხები.

პატრიარქმა დანიელმა ხაზი გაუსვა მორწმუნეთა რუმინეთისა და სომხეთის ქრისტიანული წმინდა ადგილების გაცნობის მნიშვნელობას ორმხრივი მომლოცველობების ორგანიზებით.

შეხვედრა თბილ, მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა.

 

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge