Материалы

ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაში წმინდა კარაპეტის ეკლესია ხელახლა აკურთხეს

2025 წლის 13 ნოემბერს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაში წმინდა კარაპეტის ეკლესია რემონტის შემდეგ ხელახლა აკურთხეს.

ძველი, მაგრამ საფუძვლიანად განახლებული ეკლესიის ხელახლა კურთხევა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო წინამძღვრობის ვიკარიუსის, მეუფე ნშან დეკანოზ ჰმაიაკიანის მონაწილეობით განახორციელა. აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა ეკლესიის მოყვარული სომეხის -  არაიკ ჰაკობიანის, ქველმოქმედებით.

ხელახლა კურთხევის წმინდა ცერემონიას რეგიონის სომხური ეკლესიების სასულიერო მამები და ეკლესიის მსახურები დაესწრნენ.

ეკლესიის გახსნის ცერემონიის შემდეგ, მამა არმაშ მღვდ. პოღოსიანმა და მამა თადეოს მღვდ. ტერ-მკრტჩიანმა წყლითა და ღვინით გარეცხეს წმინდა საკურთხეველი, ნათლობის აუზი და ეკლესიის 16 სვეტი, რის შემდეგაც მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ტერ კირაკოს დავთიანმა წმინდა მირონით შეასრულა ეკლესიის ხელახლა კურთხევა.

კურთხევის სიტყვაში ეპარქიის წინამძღვარმა სოფელი განძის მოსახლეობას მიულოცა განახლებულ და ამიერიდან უფრო გალამაზებულ ეკლესიაში ლოცვის აღვლენა, რიტუალურ ცერემონიებში მონაწილეობა და ტრადიციული ხალხური სასულიერო ღონისძიებების ჩატარება. უწმინდესმა ხაზგასმით აღნიშნა განძაში დაბადებული და ამჟამად რუსეთში მცხოვრები მფარველის ერთგული მიდგომა საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ, დიდი მადლიერებით წაიკითხა კურთხევის წიგნი, რომელიც არაიკ ჰაკობიანს გადასცა.

ცერემონიალის შემდეგ, სტუმრებმა, წმინდა კარაპეტის ეკლესიის სულიერი მოძღვრის, ღირსი მამა  გევორგ ასატრიანის თანხლებით, სომხური ლიტერატურის დიდი ლირიკოსის - ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.

სოფელ განძაში მდებარე წმინდა კარაპეტის ეკლესია 1859 წელს დაარსდა ადგილობრივი სომხების მხარდაჭერითა და ძალისხმევით, მამა გრიგორის (ვაჰან ტერიანის ბაბუა) ხელმძღვანელობით. ეს არის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ნაგებია თლილი ქვებით და თავისი არქიტექტურული სტრუქტურის გამო რეგიონში ერთ-ერთ ულამაზეს ეკლესიად ითვლება. ეკლესია მოქმედია და ყოველთვის ემსახურებოდა თემის სულიერ მოთხოვნილებებს.

2

3

4

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge