Материалы

მადლიერების დღე და ბროწეულის კურთხევა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

2025 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში შესრულდა წლის ბოლო საეკლესიო წირვა. უწმინდესობისა და უზენაესი პატრიარქისა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის მითითებით დამტკიცებული კურთხევის  წესის თანახმად, გასული წელი მთავრდება და ახალი წელი იწყება ბროწეულის კურთხევის ცერემონიით.

თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში სასულიერო დასის ყველა წევრის მონაწილეობით და მორწმუნეთა თანდასწრებით საღვთო ლიტურგია და მადლიერების წირვა აღევლინა.

სულიერი წირვის შემდეგ, ეკლესიის მსახურებმა, ღირსი მამა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა და ღირსი მამა სამველ თოროსიანმა, სათანადოდ ისაუბრეს ბროწეულის კურთხევის საიდუმლოზე და განმარტეს, რომ სომხურ ტრადიციაში ბროწეული, როგორც ეროვნული სიმბოლო, სიცოცხლისა და სიუხვის მნიშვნელობას ატარებს.

სულიერმა მამებმა ასევე განმარტეს, რომ ქრისტიანულ სიმბოლიკაში ბროწეული იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის სიმბოლოა და დასძინეს, რომ ბროწეულის მარცვლების მსგავსად, ეკლესიის წევრებიც მრავალრიცხოვანნი და განსხვავებულნი არიან, მაგრამ ისინი ბროწეულის მსგავსად მყარი ნაჭუჭით არიან დაფარული, გაერთიანებულნი ერთ ეკლესიაში.

მორწმუნეები დალოცვილი ბროწეულებით, სადღესასწაულო ახალი წლის განწყობით დაბრუნდნენ სახლებში. ძველი წელი მადლიერების ლოცვითა და ბროწეულის კურთხევის ცერემონიით დასრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge