შობის სასიხარულო ამბავი გავრცელდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში
2026 წლის 5 იანვრის საღამოს, შობისა და ნათლისღების პირველი მთავარი დღესასწაულის აღსანიშნავად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა სანთლის ღვთისმსახურების წმინდა და უკვდავი ლიტურგია.
წმ. ლიტურგიის დაწყებამდე ეკლესიებში აღევლინა საღამოს წირვა, წაიკითხეს წმინდა წერილის სხვადასხვა ნაწილი.
თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში აღევლინა სანთლის ღვთისმსახურების წმ. ლიტურგია, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი. წირვას აღავლენდა ღირსი მამა კირაკოს სიმონიანი.
წმ. ლიტურგიის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ქადაგებაში ისაუბრა იესო ქრისტეს შობის საიდუმლოზე, როგორც კაცობრიობისთვის ძღვენზე, ცოდვებისგან განთავისუფლების, მრავალი გამოწვევისა და სომხური ეკლესიის განხეთქილების დაძლევის ჭეშმარიტი ღვთაებრივი გზა.
წმ. ლიტურგიის დასასრულს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა აანთო მაცოცხლებელი სანთელი, რომელიც ასევე ბეთლემის ვარსკვლავის ნათელს განასახიერებს და ხალხს ჭეშმარიტი ღვთაებრივი კურთხევისკენ მიჰყავს. მაცოცხლებელი სანთლის შუქი მორწმუნეებს დაურიგდათ. მათ ეკლესიაში ანთებული სანთლებით თან წაიღეს შობის სასიხარულო ამბავი და ღვთაებრივი სინათელე.
წმ. ლიტურგიის შემდეგ, სასულიერო პირთა მსვლელობამ, ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, შეასრულა სახლის კურთხევის წირვა წინამძღვრის „ჰაიარტუნ“ რეზიდენციაში.
სანთლის ღვთისმსახურების წმ. ლიტურგია აღევლინა თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში, ბათუმის სურბ ფრკიჩ, ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ახალქალაქის სურბ ხაჩ, ნინოწმინდის სურბ სარქის და რეგიონის სხვა სომხურ ეკლესიებში.
Հայերեն
ქართული
English
Русский 


