სომხურ ეკლესიებში აღინიშნა სებასტიელი ორმოცი ყრმის ხსენების დღე
სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია დიდი მარხვის მეოთხე შაბათს იხსენებს სებასტიაში მოწამეობრივად აღსრულებული ორმოცი წმინდა ყრმის ხსენებას.
2026 წლის 14 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხურ ეკლესიებში აღინიშნა წმინდა ყრმათა მოწამეობის დღე. თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში დილის მსახურების დროს აინთო ყვავილებით შემკული სანთლები. ორმოცი ანთებული სანთლით შემკული სუფრა სიმბოლურად გამოხატავდა ყრმა მოწამეთა ერთგულებას ქრისტიანული სარწმუნოებისადმი და მათ მოწამეობას, რომელიც ნათლის გვირგვინებით იყო წარმოდგენილი. ხოლო იმ მოწამის სანთელი, რომელმაც ტანჯვას ვერ გაუძლო და ყვავილის გარეშე დარჩა, სიმბოლურად აღნიშნავდა მის მოკლებას მიწიერი და ზეციური ცხოვრებისაგან.
მსახურების დასრულების შემდეგ ეკლესიებში სასულიერო პირებმა იქადაგეს დღის მნიშვნელობის შესახებ — სებასტიაში მოწამეობრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხული ორმოცი ყრმის შესახებ. ყრმათა ისტორიის მაგალითით მორწმუნეებს მოუწოდეს, ცხოვრების ყველა სირთულეში ერთგულნი დარჩნენ ქრისტეს რწმენისადმი, იცხოვრონ სიყვარულით, იყვნენ კეთილნი და მზად მსხვერპლისთვის, და თავდადებით გადალახონ ყველა სიძნელე, რათა დაიმსახურონ ზეციური გვირგვინი.
შემდეგ ეკლესიებში წაიკითხეს სებასტიელი ორმოცი მოწამის ისტორია.
მსახურების დასრულების შემდეგ სასულიერო მამებმა აღასრულეს მცენარეული ზეთის ტრადიციული კურთხევა, რომელიც მორწმუნეებს დაურიგდათ.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
