Материалы

აღდგომის წმინდა ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

2026 წლის 5 აპრილს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმინდა ეკლესიამ დიდი საზეიმოებით აღნიშნა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებული აღდგომის დღესასწაული. აღდგომის წმინდა ლიტურგიებით დღე სადღესასწაულო იყო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში.
თბილისის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში აღდგომის დღესასწაულის წმინდა ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა. ეკლესიაში წმინდა ლიტურგიას წინ უძღოდა ჟამისწირვა და ანდასტანის წესის აღსრულება.
სადღესასწაულო წმინდა ლიტურგიას ესწრებოდნენ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები და მრავალი სომეხი.
წმინდა ლიტურგიის მიმდინარეობისას, მღვდელმთავარმა წაიკითხა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, მისი უწმინდესობის, გარეგინ II-ის პატრიარქალური გზავნილი და კურთხევა, მიმართული მსოფლიოში გაფანტული სომეხი ხალხისადმი, და აუწყა: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით“.
მღვდელმთავარმა აკურთხა შეღებილი კვერცხები და გამოაცხადა მაცხოვრის დიდებული აღდგომის სასიხარულო ამბავი.
ორშაბათს გაიმართება მიცვალებულთა მოხსენიების წმინდა ლიტურგია.

2

 

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge