ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული თბილისის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში
ღვთისმშობლის ხარების საყოველთაო ქრისტიანული დღესასწაული უცვლელად აღინიშნება 7 აპრილს. ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა, მისმა უწმინდესობამ გარეგინ II-მ, ეს დღე გამოაცხადა დედებისა და დედობის სიხარულის მოლოდინში მყოფ ქალთა კურთხევის დღედ. დღე აღინიშნება სომხურ ეკლესიებში წმინდა ლიტურგიის აღსრულებით და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით.
2026 წლის 7 აპრილს, თბილისში, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, სადღესასწაულო წმინდა ლიტურგია აღავლინა ღირსმა მამა კირაკოს სიმონიანმა.
საღვთო ლიტურგიის მსვლელობისას მამა კირაკოსმა ისაუბრა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დღესასწაულებსა და წმინდა მარიამის მნიშვნელობაზე სომხურ ეკლესიაში, როგორც ღვთისგან ბოძებული ქალის შემოქმედებითი მისიის გვირგვინზე — ადამიანის შექმნის მადლსა და უნარზე. ღვთისმშობელი განასახიერებს რწმენით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და მზადყოფნით აღსავსე ქალის სახეს. იგი სრულყოფილი ქალის სიმბოლოა, — აღნიშნა ქადაგებაში მამა კირაკოსმა.
მსახურებმა მიულოცეს ყველა დედასა და დას დღესასწაული და გადასცეს ეპარქიის წინამძღვრის მილოცვა და კეთილი სურვილები.
ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულისადმი მიძღვნილი წმინდა ლიტურგიები აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვა მოქმედ ეკლესიებშიც.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
