საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მილოცვა
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მილოცვა კათოლიკოს შიო მუჯირისადმი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. მილოცვის წერილში, კერძოდ ნათქვამია:
თქვენო უწმინდესობავ,
სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სასულიერო დასისა და მორწმუნე მრევლის სახელით, ვუერთდებით ყოველითა სომეხთა კათოლიკოსს, მის უწმინდესობას გარეგინ მეორეს და გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლესა და მშვიდობიან, ნაყოფიერ მსახურებას.
ყოვლისშემძლე ღმერთს შევავედრებთ ჩვენი ორი სამშობლოს - საქართველოსა და სომხეთის — მშვიდობასა და ჩვენი მამების რწმენის ურყეობის.
დაე, ღმერთმა თავისი დაუშრეტელი მადლით შეამკოს თქვენი უწმინდესობის მსახურება ქართველი ერისა და სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
