ექსკურსია — თბილისის სომხურ კვალზე
2026 წლის 24 მაისს, სომხური დახმარების საზოგადოების ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის სომხური ისტორიის ჯგუფის აღსაზრდელთა თბილისში განხორციელებული ექსკურსიის მიზანი იყო ქალაქის თვალწარმტაცი ადგილებისა და სომხური კვალის გაცნობა.
ცენტრის ხელმძღვანელის, კარინე თადევოსიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს დედაქალაქში ტური საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მონაწილეები საკვირაო წმინდა ლიტურგიას დაესწრნენ.
სტუმრებს შეუერთდა საქართველოში მცხოვრები სომეხი საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანი, რომელმაც გააცნო საკათედრო ტაძრის ისტორია, აჩვენა ეკლესიის ეზოში განსვენებული საიათ-ნოვას საფლავი და ისაუბრა აშუღის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ „ვარდატონზე“.
ვიზიტის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონი. ახალგაზრდები მოწიწებით უახლოვდებოდნენ თითოეულ საფლავს და კითხულობდნენ მათთვის კარგად ნაცნობ გვარებს, რომლებიც პანთეონში არიან დაკრძალულნი.
საინტერესო დამთხვევით, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიის მონახულებისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის საქმიანობის გაცნობის შემდეგ, ახალგაზრდები „ჰაიარტუნში“ დაესწრნენ დოკუმენტური ფილმის ჩვენებას სერიიდან „ჩვენი დიდებულები“, რომელიც თბილისის ყოფილ მერს, ალექსანდრე ხატისოვს ეძღვნებოდა. ეს მართლაც საინტერესო და შინაარსიანი ასახვა იყო თბილისის სომხური კვალისა.
შთაბეჭდილებებით სავსე დღე ეპარქიის „ჰოვჰ. თუმანიანის სახლის“ სამეცნიერო-საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრში დასრულდა. აქ სტუმრების წინაშე გაიხსნა დიდი პოეტის ცხოვრების თბილისური წლები, მისი შემოქმედებითი და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა.
ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის ექსკურსია სახელწოდებით „თბილისის სომხურ კვალზე“ მადლიერების თბილი სიტყვებით დასრულდა.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
