Материалы

პანაშვიდის წესი და ყვავილები 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას

საქართველოს მრავალეროვანი ხალხი ყოველ წელს 9 აპრილს თავიანთ ღრმა მწუხარებას გამოხატავს 1989 წლის ამ დღეს, როდესაც  სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს რაზმმა  ათასობით  ადამიანის მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივად დაარბია. რის შედეგადაც მრავალი ადამიანი  დაიღუპა.

საქართველოში 9 აპრილი აღინიშნება, როგორც ერის ერთიანობის, მოქალაქეობრივი შეთანხმების და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.

2025 წლის 9 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით, თბილისელი სომხური სათვისტომოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს წარმომადგენლები  ავლაბრში,  წმ. ეჯმიაწინის  ეკლესიის მიმდებარედ მდებარე ერევნის სკვერში შეიკრიბნენ, საქართველოს  დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალთან.

აქ გაიმართა  სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა სულიერ მსახურთა მონაწილეობით ილოცა იმ 21 უდანაშაულო მსხვერპლის სულისთვის, რომელთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. დამსწრეებმა პატივი მიაგეს  დაღუპულთა ხსოვნას  და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

2

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge