განათლების განყოფილება – ხელმძღვანელი: ევგენია მარკოსიანი
სომხური გენოფონდის სიძლიერის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა სომხური ენის, დამწერლობის, ლიტერატურის, რელიგიისა და კულტურის შენარჩუნება და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების მთავარი მიზანი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, სომხურობის შენარჩუნებაა. ათწლეულების განმავლობაში, თბილისში არცერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ ფუნქციონირებდა.
2011 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივითა და ეგიდით დაარსდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება „სურბ მოვსეს ხორენაცი“ 8 მოსწავლით. დღეს სკოლამდელ დაწესებულებაში ათობით ბავშვი სწავლობს. არსებობს ორი ჯგუფი: უფროსი და უმცროსი. ბავშვების აღზრდაში სპეციალიზებული პედაგოგები არიან ჩართულნი, ასევე ემსახურება ძიძა. დღე იწყება საეკლესიო წირვა-ლოცვაში მონაწილეობით და მღვდლების კურთხევით.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ძირითადი მიზნებია ბავშვის ფიზიკური, მორალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება და განმტკიცება, ბავშვების ჰარმონიული განვითარებისა და აღზრდის მონიტორინგი. ამ ყველაფრის გარდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიზანია ბავშვების მომზადება და გაგზავნა სომხურ სკოლებში. აქ ბავშვები სწავლობენ წერა-კითხვას, სომხურ მეტყველებას, არითმეტიკას, ქართულს, ინგლისურს, სახვით ხელოვნებას, სიმღერას, ცეკვას და იღებენ ქრისტიანულ განათლებას.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეგიდით მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებია:
თბილისის „ სურბ მოვსეს ხორენაცი“ - ხელმძღვანელი: ევგენია მარკოსიანი, მასწავლებლები: აიდა ბაზოიანი, ტათევიკ საჰაკიანი და ნანე ოგანესიანი.
ბათუმის „ალექსანდრ მანტაშიანც“ ცენტრის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩი“ - ხელმძღვანელი: სონა ჰოვჰანისიანი, მასწავლებლები: დიანა აკოპიანი, ირინა ჰაკობიანი, მერი ჯივარიანი, სიუზანნა სუქიასიანი, რუზანნა ოვანესიანი (სიმღერა).
რუსთავის „ სურბ გრიგორ ნარეკაცის“ ცენტრი „ნაირი“ - მასწავლებელი: მარგარიტა შატარევიანი.
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ასევე მოქმედებს სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლები, რომელთა მიზანია სომხებისთვის მშობლიური ენის სწავლება, მათთვის სომხური ეკლესიისა და სომეხი ხალხის ისტორიის გაცნობა.
საკვირაო სკოლების საძირკველი თბილისში ჯერ კიდევ სამი ათწლეულის წინ ჩაუყარა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, კურთხეულმა მთავარეპისკოპოსმა გევორგ სერაიდარიანმა.
ამჟამად არსებობს ორი ერთდღიანი სკოლა, სადაც სხვადასხვა ასაკის მრავალი სომეხი ბავშვი სწავლობს.
პროგრამა ერთდღიან სკოლებში ორწლიანია. სასწავლო გეგმის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ სერტიფიკატი.
ერთდღიანი სკოლებია:
თბილისის სურბ გრიგორ ნარეკაცის სახელობის შაბათის სკოლა - მასწავლებელი: თამარა გაბოიანი, ენოქ თადევოსიანი.
თბილისის “სურბ ეღია წინასწარმეტყველის“ სახელობის საკვირაო სკოლა - მასწავლებელი როზა ზოჰრაბიანი, ენოქ თადევოსიანი.
ბათუმის “ სურბ მესროპ მაშტოცის“ სკოლა - მასწავლებელი სათენიკ დანიელიანი,
რუსთავის “სურბ გრიგორ ნარეკაცის“ ცენტრი „სურბ ეღიშეს“ სკოლა - მასწავლებელი მარგარიტა შატარევიანი.
ეპარქიის წინამძღვრობის მხარდაჭერით, აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები მონაწილეობენ სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ მასწავლებელთა მომზადების კურსებში.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის საგანმანათლებლო განყოფილების დირექტორი, ევგენია მარკოსიანი, პროფესიით მასწავლებელია. სტუდენტობის პერიოდში ის დაწყებით კლასებში ასწავლიდა თბილისის 110-ე სკოლაში. შემდეგ 10 წლის განმავლობაში მუშაობდა 95-ე სკოლაში ორგანიზატორად და სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
მან მუშაობა დაიწყო მასწავლებლად და პასუხისმგებელ პირად საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გახსნილ სკოლამდელ დაწესებულებაში. ამჟამად ის არის ეპარქიის „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი და საგანმანათლებლო განყოფილების დირექტორი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ. 593 13 43 09
ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.: