მღვდელი მამა თადეოს ტერ-მკრტჩიანი
მღვდელი თადეოს ტერ-მკრტჩიანი (საერო სახელი - არამ) დაიბადა 1982 წლის 14 აპრილს სომხეთის რესპუბლიკის შირაკის რეგიონის სოფელ აზატანში.
1988-97 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ადგილობრივი საშუალო სკოლის რვაწლედი.
1997-99 წლებში სწავლობდა და დაამთავრა გიუმრის 23-ე რუსული სკოლა.
1999-2003 წლებში ჩაირიცხა და სწავლობდა შირაკის სასულიერო სასწავლებელში.
2003-2006 წლებში სწავლობდა და დაამთავრა მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარია.
2006 წლის 8 ოქტომბერს ეპისკოპოს ფარენ ავეტიქიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.
2006 წლის ივლისიდან დაიწყო სამსახური მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინის ჯურნალში „ეჯმიაწინ“ - კურიერად.
2007 წლის ნოემბრიდან სასულიერო მოღვაწეობა გააგრძელა შირაკის ეპარქიაში დიაკვნად და „სომხური ეკლესიის ისტორია“ საგნის პასუხისმგებლად.
2007 წლის 24 ივნისს მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინში ეპისკოპოს ვიგენ აჯქაზიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად.
2007 წლის 1 სექტემბრიდან უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის განკარგულებით სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.
2007 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ დანიშნულიქნა სამცხე-ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის რაიონის სოფელ არაკოვას სურბ გევორგ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერ მწყემსად, სადაც უცვლელად მსახურობს დღემდე.
2009 წელს ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით ეღირსა სამკერდე ჯვრის ტარების პატივს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
საცხოვრებელი ადგილი: სამცხე-ჯავახეთი, სოფელი არაკოვა.
ტელეფონი: +995 595 48 75 71