Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ჰოვანეს თუმანიანის გარდაცვალების 102-ე წლისთავი აღინიშნა

2025 წლის 23 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით, ჰოვანეს თუმანიანის გარდაცვალების 102-ე წლისთავთან დაკავშირებით,  სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის ხოჯივანქის პანთეონში, პოეტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა. თბილისელმა სომეხმა ინტელიგენციამ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმა და სკოლის მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს ჰოვანეს თუმანიანის საფლავი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევითა და ცენტრის ექსკურსიამძღოლების გოჰარ მაზმანიანის და ედიტა ზორაბიანის ინიციატივით, აგრეთვე თბილისის 104-ე სომხურენოვანი საჯარო სკოლის (დირექტორი: ირინა ჟამკოჩიანი) და თბილისის  103-ე სომხურ-ქართული საჯარო სკოლის (დირექტორი: არჩილ ჩხაიძე) მოსწავლეების ჩართულობით გაიმართა პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღნიშნული სკოლების მოსწავლეებმა მასწავლებლების - ლილით კარაგეოზიანის, ჰრიფსიმე ეღშატიანის და გაიანე მხითარიანის მხარდაჭერით დიდი პოეტის შემოქმედება სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე წაკითხული ლექსების საშუალებით წარმოადგინეს.

პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საფორტეპიანო ნომრები შეასრულეს სკოლის მოსწავლეებმა ელიზაბეთ და ვერონიკა სედრაკიანებმა და არამ ხაჩატურიანმა.

„ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა შეაჯამა ღონისძიება, ხაზი გაუსვა თუმანიანის აქტიურ მონაწილეობას სომეხთა გენოციდის („Mets Eghern“) პერიოდში  ლტოლვილთა დახმარებასა და ლტოლვილთა თანადგომის პროცესის მხარდაჭერაში, რითაც იგი თითოეული ობოლი ბავშვისთვის ნამდვილ „მამად“ იქცა.

2

486151847 1094799849357860 6237397949228846258 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge