საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საახალწლო და საშობაო მილოცვა
ძვირფასო დანო და ძმანო,
რამდენიმე საათში პლანეტა დედამიწაზე ფეხს დადგამს ახალი 2025 წელი და მსოფლიო თავისი ახალი ისტორიის ათვლას დაიწყებს. გასული 2024 წელი დატვირთული იყო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენებით, სხვადასხვა გამარჯვებით, ასევე სირთულითა და გამოწვევით.
2024 წელი ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ჩაიწერა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ხელახალი გახსნით და წმინდა მირონის კურთხევით, რაც ასევე იქცა მთელს მსოფლიოში მცხოვრები სომხებისათვის საკუთარი რწმენის ტაძრის ირგვლივ გაერთიანების, ქრისტიანული სიყვარულით ცხოვრების წმინდა და ისტორიულ მოვლენად.
ყველას გვსურს, რომ ახალ 2025 წელს, ჩვენს ორ სამშობლოში, სომხეთსა და საქართველოში მშვიდობა სუფევდეს და ახალი წარმატებებისა და მიღწევების წელიწადად იქცეს.
დაე, ახალი 2025 წელი, ყოფილიყოს რწმენის განმტკიცების, ეკლესიის ირგვლივ გაერთიანების, პატრიოტიზმის, ერთმანეთის სიყვარულის წელი, თითოეული ოჯახისათვის მოეტანოს სიყვარული, წარმატება, მიზნების ასრულება, კეთილდღეობა და ახალი გამარჯვებები.
დაე, ყრმა ქრისტეს შობის ნათელმა გაანათოს თითოეული თქვენგანის ოჯახები.
გილოცავთ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა
ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი