Материалы

გასული წლის უკანასკნელი ცერემონია: ბროწეულის კურთხევა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

2024 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში, წელიწადი დასრულდა ბროწეულის კურთხევის ცერემონიით. ბროწეულის კურთხევის წესი, 2015 წელს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ შემოიღო. ბროწეულის კურთხევით სრულდება ძველი და იწყება ახალი წელი. ბროწეული წელიწადის სიმბოლოა, მისი თითოეული მარცვალი კი წელიწადის თითოეულ დღეს აღნიშნავს.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საღამოს ღვთისმსახურების დასასრულს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით, შესრულდა ღვთისმსახურება და ჩატარდა მადლიერების ცერემონია.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა აკურთხა საკურთხეველზე დაწყობილი ბროწეული და დამსწრეებს დამდეგი 2025 წელი მიულოცა: სრულიად სამყაროს, დედა სამშობლოს და საქართველოს უსურვა მშვიდობა, ხალხს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

სასულიერო რიტუალის შემდეგ, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა მიმართა მორწმუნეებს, ისაუბრა ბროწეულის კურთხევის მნიშვნელობაზე, განმარტა სომხურ კულტურაში ბროწეულს სიმბოლური დატვირთვა, როგორც სიმბოლო დედამიწის, მსოფლიოში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის, აგრეთვე მისი როგორც სამყაროს, სიცოცხლის აღორძინების და ბარაქის მნიშვნელობა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა განმარტა აგრეთვე ქრისტიანულ სიმბოლიკაში ბროწეულის, როგორც იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის სიმბოლო.

ცერემონიის დასასრულს ნაკურთხი ბროწეული დაურიგდა დამსწრეებს.

მადლიერების ლოცვითა და ბროწეულის კურთხევით დასრულდა ძველი წელი საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են