საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ივანე და ზაქარია მხარგრძელებისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა

2025 წლის 16 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით და საქართველოს სომეხ ინტელექტუალთა კავშირის (თავმჯდომარე: ენოკ თადევოსიანი) ინიციატივით, ღონისძიებათა სერიიდან - „ჩვენი დიდებულები“ გაიმართა ფილმის ჩვენება სომეხი დიდებულის, სახელმწიფო მოხელის და სამხედრო მოსამსახურის, სომხურ-ქართული გაერთიანებული ჯარის ამირსპასალარის ზაქარია მხარგრძელისა და თვითმპყრობელი მმართველის, სახელმწიფო მოხელის და დიპლომატის ივანე მხარგრძელის საგვარეულო საქმიანობის შესახებ, რომელსაც ატარებდნენ XI—XIV საუკუნეებში სომხეთსა და საქართველოში.
დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ძმები მხარგრძელების სახელით ცნობილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში სომხეთსა და საქართველოში მიღწეულ გამარჯვებებზე და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.
ფილმის დასასრულს ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა ხაზი გაუსვა ძალისა და დიპლომატიის ეფექტური კომბინაციის შედეგად 1200-1350-იან წლებში უცხო ტირანების წინააღმდეგ მიღწეულ წარმატებებს.
ღონისძიების დასასრულს მადლიერება გამოიხატა სრ კომპანია „Grand Candy“ მიმართ, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს უწყვეტად აწვდის დოკუმენტურ ფილმებს სერიიდან - „ჩვენი დიდებულები“.