Материалы

ხოკუმ - ერთობლივი ლოცვა თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიაში

2025 წლის 16 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის  სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიაში ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, გაიმართა ერთიანი ლოცვა - ხოკუმი.

ცერემონია წელს გაიმართა ვნების კვირის მესამე დღეს - ოთხშაბათს.

დამსწრე მორწმუნეებმა მოისმინეს  მღვდლების, დიაკვნებისა და მწიგნობრების მიერ.ფსალმუნების კითხვა და ლოცვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ღირსი მამა ჰუსიკ ჰარუთუნიანის გამოსვლამ. დამსწრეებს დაფიქრების საშუალება მისცა. ვნების კვირაში იესო ქრისტეს ტანჯვა-წამების შესახებ ხსენებით, მან მოუწოდა დამსწრეებს, ერთგულნი დარჩნენ ჩვენი ღმერთის, იესო ქრისტეს მცნებების, ერთმანეთის სიყვარულის, სამშობლოსადმი ერთგულების, ერის სიყვარულისა და რწმენისადმი.

მორწმუნეებმა დაჩოქილი, ჩუმად დაფიქრდნენ მამა ჰუსიკის სიტყვებზე და თითოეულმა ჩუმად ლოცვა აღმართა ღმერთს, ქვეყნებში მშვიდობის, სამხედრო ტყვეების გათავისუფლების, ლტოლვილ-დევნილთა სახლებში დაბრუნების, ხალხისთვის კარგი და მშვიდი  დღეების თხოვნით.

ლოცვა გაძლიერდა მგალობელთა გუნდის სასიამოვნო გალობით და დასრულდა სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევით.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge