Материалы

ჭრაგალუიცის წმ. ლიტურგია შაუმიანში სურბ ასტვაწაწინ (წმინდა ღვთისმშობლის) ეკლესიაში და წითელი სოფელის სრბოც ავეტარანჩაც (წმინდა მახარებელთა) სამლოცველოში

2025 წლის 19 აპრილს, დიდ შაბათს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, მარნეულის რაიონის შაუმიანის დაბასა  და სოფელ წითელ  სოფელს ეწვია ქალაქ მარნეულისა და  რუსთავის სომხური თემის სასულიერო მოძღვარი, ქ. რუსთავის „ სბ.გრიგორ ნარეკაცის“ სასულიერო, საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, ღირსი მამა ღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი. ამ უკანასკნელმა, დეკანოზ გევორგ ავეტისიანთან და მწიგნობარ რაფი გასპარიანთან ერთად, ჭრაგალუიცის წმინდა ლიტურგია აღავლინა შაუმიანის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიაში და სოფელ წითელის  სრბოც ავეტარანჩაც (წმინდა მახარებელთა) სამლოცველოში.

მღვდელმსახურმა მორწმუნეებს იესო ქრისტეს წმიდა აღდგომის შესახებ სასიხარულო ცნობა აუწყა და გადასცა ეპარქიის წინამძღვრის მილოცვა.

თბილისიდან ჩამოსულმა  სტუმრებმა ასევე დაესწრნენ  შაჰუმიანის No1 საჯარო სკოლის (დირექტორი: ჯულიეტა საღათელიანი) მოსწავლეების მიერ ორგანიზებულ სააღდგომო ღონისძიებას.

2

3

4

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge