წმინდა აღდგომის სასიხარულო ამბავი გადაეცათ სოფელ ახქიორფის მაცხოვრებლებს

2025 წლის 2 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ღირსი მამა ჰოვსეფ ჰარუთუნიანი და დიაკონი გევორგ ავეტისიანი მარნეულის რაიონის სოფელ ახქიორფის ეწვივნენ.
ეპარქიის სასულიერო პირების წარმომადგენლებმა ადგილობრივ სურბ ასტვაწაწინის სამლოცველოში შეკრებილ მოსახლეობას გადასცეს წმინდა აღდგომის სასიხარულო ამბავი და ეპარქიის წინამძღვრის სააღდგომო კურთხევა.
სოფელში ასევე გაიმართა მორწმუნეთა ნათლობის ცერემონია. ღირსი მამა ჰოვსეფის და დიაკონ გევორგის ხელით მოინათლა და წმინდა მირონით სცხეს სოფლის 14 ბავშვი.
ეპარქიის სასულიერო პირების ვიზიტი დასრულდა სააღდგომო სახლის კურთხევით. წმ. აღდგომის დღესასწაულის ამ დღეებში, სოფლის რამდენიმე სახლში შესრულდა სახლის კურთხევა, აკურთხეს პური, მარილი და წყალი, როგორც ბოროტი ძალების განდევნა ქრისტიანული სარწმუნოებით მცხოვრები ოჯახებიდან.