Материалы

ბავშვთა დაცვის დღე სახალისო დღესასწაული იყო თბილისის სომხურ თემში

2025 წლის 1 ივნისს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის  საერთაშორისო დღე. ეს დღე   სადღესასწაულო იყო ასევე საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სომეხი ბავშვებისთვის. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, ბავშვებში მაღალი განწყობის შესაქმნელად და სასიამოვნო სიურპრიზების მოსაწყობად გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება.

სადღესასწაულოდ მორთული ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დარბაზში დაახლოებით ასამდე ბავშვი შეიკრიბა. ისინი წარმოადგენდნენ არა მხოლოდ „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სკოლამდელ დაწესებულებას, ცენტრის ხელოვნების წრეს (პედაგოგი - ანნა კარაპეტიანი), არამედ  საქართველოს სომხური თემის (თავმჯდომარე - ართურ მირზოიანი) არასამთავრობო ორგანიზაციის ხატვის ჯგუფის (პედაგოგი - ალა ანტონიანი) მოსწავლეებს და „ჰომენეთმენ“  თიფლისის იზოლირებული რაიონის სკაუტების (თავმჯდომარე: ძმ. ჰაკობ ლამაზიანი) აღსაზრდელებს.

დღე დაიწყო ცენტრის დირექტორის -  ევგენია მარკოსიანის მიერ,  ეპარქიის წინამძღვრის მამაოებრივი კურთხევის გადაცემითა და მილოცვის სიტყვით, რის შემდეგაც  გავრცელდა მუსიკა, გაისმა ბავშვების მხიარული სიმღერები და გაიმართა ცეკვები. თამაშების ორგანიზატორებმა - ჰენრიხ პეტროსიანმა და არამ მიქაელიანმა შექმნეს მხიარული ატმოსფერო, პატარადან დიდამდე, ყველა ჩართეს თამაშებსა და შეჯიბრებებში. 

მალე ბავშვები მასწავლებელ აიდა ბაზოიან-სურმალიანის თანხლებით, სამ ჯგუფად დაიყვნენ.  ავლაბარის სბ.ეჯმიაწინის ეკლესიის ეზოში ბავშვებმა ასფალტზე დაიწყეს თავიანთი ჩანაფიქრების ხატვა, რაც ასევე მათი მშვიდობის სურვილი იყო.                                       

   „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელოვნების ჯგუფმა კი მუყაოსგან დამზადებული ადამიანების ფიგურების ნიღბებით მორთული წარადგინა თავი. ერთობლივი ცეკვით მათ თანატოლები გაახარეს, ბოლოს კი ერთმანეთს საკუთარი ხელნაკეთი ფრიალები და გვირგვინები აჩუქეს. მესამე ჯგუფი, მასწავლებელი არნელა  მალხასიანის თაოსნობით, დაკავებული იყო მძივებისგან სხვადასხვა სამკაულების დამზადებით. სასიხარულო იყო, რომ ბავშვები სიყვარულით ჩუქნიდნენ და ერთმანეთს უცვლიდნენ თავიანთ ხელნაკეთ ნამუშევრებს.

ბოლოს, ყველა ბავშვი საპნის ბუშტებითა და სხვადასხვა თამაშებით შეუერთდა გართობას მასწავლებლების - ტათევიკ საჰაკიანის, ნანე ოგანესიანისა და ჟანეტა ბაღდასარიანის ხელმძღვანელობით.

დღე „ჰაიარტუნ“ ცენტრში დასრულდა იმით, რომ  პატივცემულმა ევგენიამ   ბავშვებს ნაყინით გაუმასპინძლდა.

ბავშვთა დაცვის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ჩაიარა  მხიარულად, განსაკუთრებული ხალისითა და ფერადოვნად.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge