Материалы

საქართველოს სომეხი ახალგაზრდები ჩართულნი არიან სურბ ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში ჩატარებულ კურსებში

სურბ ეჯმიაწინის  მთავარი საკათედრო ტაძრის ინიციატივით ორგანიზებულ  „სომხური არსის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კურსებს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, ესწრებიან თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიიდან - ანა მკრტიჩიანი და ბათუმის სურბ ფრკიჩის ეკლესიიდან - ლანა ერანოსიანი და ანი ხაჩოიანი.

რუსეთიდან, აშშ-ს სხვადასხვა შტატიდან, ბრაზილიიდან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დაახლოებით სამ ათეულ ახალგაზრდასთან ერთად, საქართველოს სომეხი ახალგაზრდები კურსების მიმდინარეობის სამკვირიანი პერიოდის განმავლობაში ესწრებიან დილის და საღამოს წირვა-ლოცვებს, სწავლობენ სომხურ ენასა და ლიტერატურას. მისი ყოვლისშემძლეობა ეპისკოპოს ვაჰან ჰოვანესიანის ხელმძღვანელობით ისმენენ რელიგიისა  და სომეხი ხალხის ისტორიას, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის კანონებს, და ასევე მონაწილეობენ სომხური წმინდა ადგილების მომლოცველობაში. ,,ჰაიორდაც ტუნ,, კულტურის სახლში ახალგაზრდა სტუდენტები მონაწილეობენ ეთნოგრაფიული სიმღერის, ცეკვის, მუსიკალური საკრავების, ხატვისა და სახვითი ხელოვნების  შესწავლის მეცადინეობებში. 

კურსების დასრულების შემდეგ, სომხური დიასპორის ახალგაზრდები, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, მის უწმინდესობა გარეგინ II-ის შეხვედრისა და მისი კურთხევის მიღების შემდეგ, დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში სულიერად გაძლიერებულნი და სურვილით აღსავსე, რათა შეუდგნენ დაგეგმილი პროგრამების განხორციელებას, დიდი მონდომებითა და სურვილით, გააცოცხლონ ის გზავნილები, რომლებიც მათ მამა ვაზგენ მღდელმონაზონი  კარაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამკვირიან კურსებზე ასწავლეს.

2

 

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge