წმინდა მთარგმნელთა დღესასწაულზე, სომხურ-ქართული ლიტერატურული თარგმანების ნიმუშებიდან

2025 წლის 11 ოქტომბერს, სომხურმა ეკლესიამ აღნიშნა წმინდა მთარგმნელ დეკანოზთა დღესასწაული, რომელიც ასევე მთარგმნელებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის დაფასების დღეა, როგორც საეკლესიო, ასევე ლიტერატურული და სამეცნიერო თარგმანების თვალსაზრისით.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვჰ. თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თავმჯდომარეობით და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აშოტ სმბატიანის თანდასწრებით, გაიმართა მთარგმნელთა დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება. რომლის მიზანიც იყო სომხურ-ქართული ურთიერთ თარგმანების ლიტერატურული ნიმუშების აღწერით ორი ქრისტიანი ხალხის ლიტერატურის მთარგმნელობითი სფეროს წარდგენა.
მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის კურთხევის შემდეგ, ცენტრის გიდის, გოჰარ მაზმანიანის, შესავალ სიტყვაში საუბარი იყო ზოგადად მთარგმნელობით საქმიანობაზე, ბიბლიის პირველ სომხურ თარგმანზე და წმინდანთა სიაში შეყვანილ მთარგმნელებზე.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგმა, ლექტორმა ასია დარბინიანმა ისაუბრა მის მიერ შესრულებული ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის თარგმანებზე, როგორც ქართული, ასევე სომხური ენებიდან, კერძოდ, მან ისაუბრა ღონისძიებაზე დამსწრე ცნობილი ქართველი პროზაიკოსის, თამთა მელაშვილის, მომხიბვლელ ნაწარმოებებზე, რომელთა შორის სომეხ მკითხველს წარუდგინეს მოთხრობა „ასელუკი“ (გათვლა) და ნოველა „მოშ, მოშ, მოშაჰავ“ (შაშვი, შაშვი, მაყვალი), რომელმაც 2011 წელს „საბას“ პრემია მოიპოვა და მხატვრული ფილმის სცენარი გახდა.
ქართველმა პროზაიკოსმა მადლიერებითა და სიყვარულით გაიხსენა ერევანში ბოლო ვიზიტი, რომელმაც, ახალი შემოქმედებითი იმპულსის მიცემის გარდა, კიდევ უფრო გააფართოვა თანამოძმე მწერლებთან ნაცნობობის წრე და ორი მოძმე ხალხის დაახლოების ახალი იდეები გააჩინა. სომეხმა მთარგმნელმა ასევე ახსენა მწერლების, ეკა ქევანიშვილისა და არამ პაჩიანის ნაწარმოებების სომხური და ქართული თარგმანები, რომლებიც ორივე მხარის მკითხველებმა ინტერესით მიიღეს.
მთარგმნელმა დარბინიანმა და პროზაიკოსმა მელაშვილმა წაიკითხეს ამონარიდები ქართული ორიგინალებიდან და სომხური თარგმანებიდან.
პოეტებმა მარინა მოსესოვა კირაკოსიანმა, რუზანა ჰოვსეფიანმა, ლევან ცალუღელაშვილმა და მიხაილ ანანოვმა წაიკითხეს ამონარიდები თავიანთი თარგმანებიდან.
თამთა მელაშვილმა „ჰოვჰ. თუმანიანის სახლის“ ცენტრს გადასცა თავისი ნაწარმოებებიდან ნიმუშები.