„მიჯინქის“ მოულოდნელი სიხარული საქართველოს სომეხთა ეპარქიის წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში
2026 წლის 11 მარტს შესრულდა დიდი მარხვის პერიოდის 24-ე დღე, რომელსაც „მიჯინქი“ ეწოდება. ამ დღემ ლამაზი სიურპრიზებით სიხარული მოუტანა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. გემრიელი და ლამაზი სომხური ქადებით საბავშვო ბაღს ესტუმრნენ ღირსი მღვდელი მამა ჰოვსეფ ჰარუთუნიანი და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიის ჯვრის ნათლია ხაჩატურ ტერ-ბალიანი.
„ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა ბავშვებს სტუმრები წარუდგინა, რომლებიც მათთვის ტკბილეულით იყვნენ მოსულნი. ღირსმა მამა ჰოვსეფმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევა გადასცა და პატარებს დღესასწაულის მნიშვნელობა აუხსნა. ჭამის წინ ბავშვებმა წარმოთქვეს ლოცვები — „მამაო ჩვენო“ და „მშვიდობით ვიგემოთ ჩვენი საზრდო“.
შემდეგ ეკლესიის ჯვრის ნათლიამ ყველა ბავშვს მის მიერ მოტანილი ქადები დაურიგა. პატარების სიხარული უსაზღვრო იყო, როდესაც სამი მათგანის ქადაში პატარა ჯვრები აღმოჩნდა — როგორც „მიჯინქის“ დღის მშვენიერი სიურპრიზი.
დღესასწაულის დღე მართლაც მხიარული და სასიხარულო გახდა ეპარქიის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
