Материалы

დიდი ხუთშაბათი თბილისის სომხურ ეკლესიებში

2026 წლის 2 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, დილით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში აღევლინა წმინდა ლიტურგია. თბილისის სურბ გევორგის საკათედრო და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიებში წმინდა ლიტურგია აღავლინეს ღირსმა მღვდლებმა — მამა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა და მამა სამველ თოროსიანმა.

წმინდა ლიტურგიის მიმდინარეობისას, მღვდელმსახურებმა ქადაგებით მიმართეს მრევლს ქრისტეს მიერ წმინდა ზიარების დაწესების შესახებ.

შემდეგ ეკლესიებში აღესრულა ფეხბანვის წესი. საიდუმლო სერობის შემდეგ ქრისტემ, ჭეშმარიტი სიმდაბლისა და თავმდაბლობის მაგალითის ჩვენებით, თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა. თბილისის სომხური ეკლესიების სულიერმა მამებმა, უფლის მაგალითის მიხედვით, საგალობლების გალობის ფონზე, ეკლესიის საკურთხეველში მუხლმოდრეკილებმა, თორმეტ ადამიანს და  ბავშვებს ფეხები დაბანეს და კურთხეული ზეთი სცხეს.

სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიაში ფეხბანვის წესი შესრულდა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თავმჯდომარეობით. სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში ფეხბანვის წესი აღასრულა ღირსმა მღვდელმა მამა სამველ თოროსიანმა.

წესის დასრულების შემდეგ ნაკურთხი ზეთი მორწმუნეებს დაურიგდათ.

 
2
3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge