Материалы

ეროვნული სიმღერის საღამო სურბ გევორგის ეკლესიის თაღებქვეშ

2026 წლის 30 მაისს თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში სულიერი და ეროვნული სიმღერა გაისმოდა. საქართველოს სომეხთა ეპარქიამ უმასპინძლა ერევნის საოპერო მომღერალს, ნელი გასპარიანს (სოპრანო), მის მიერ ხელმძღვანელებულ გუნდთან ერთად. სტუმრობის მიზანი იყო უძველესი ეკლესიის თაღებქვეშ „მარადისობის ძახილის“ სახელწოდებით სულიერი საგალობლებისა და მუსიკის შესრულება.
კონცერტი გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღოლობით. ერევნიდან ჩამოსული გუნდისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგის ეკლესიის „მაკარ ეკმალიანის“ საეკლესიო გუნდის შესრულებით, ორღანისტების — ჰარუთინ თაგვორიანისა და კარენ მირზოიანის თანხლებით, ღვთის სახლში ჟღერდა სულიერი და კლასიკური სიმღერები, კომიტასის ნაწარმოებები, ედგარ ჰოვანისიანისა და ხაჩატურ ავეტისიანის მელოდიები.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო გუნდის ხელმძღვანელების — ნელი გასპარიანისა და სვეტლანა ტატოევას სოლო შესრულებები, რომლებიც გულთან ახლოს მისატანი და სულის შემხები აღმოჩნდა როგორც ლოცვისა და საგალობლების მსმენელთათვის, ისე სიმღერისა და მუსიკის მოყვარული დამსწრე საზოგადოებისთვის. კონცერტს განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ქართული სიმღერების ნიმუშების ლამაზი და ბრწყინვალე შესრულებაც.
ნელი გასპარიანის შესრულებით საკათედრო ტაძრის თაღებქვეშ გაისმა ყველა სომეხისთვის საყვარელი და მარადიული „კრუნკი“.
სულიერი მუსიკის საღამო წარუშლელი შთაბეჭდილებით დასრულდა: ორი გუნდისა და სოლისტების მონაწილეობით შესრულდა კომიტასის ეროვნული საგალობელი.
კონცერტის დასასრულს დიაკონმა გიორგი აბრამიანმა მომღერალ ნელი გასპარიანს წაუკითხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევისა და დაფასების სიგელი.
„მარადისობის ძახილის“ სახელწოდებით გამართული კონცერტი წარუშლელი შთაბეჭდილებებით დასრულდა.

2

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2026 armenianchurch.ge