Материалы

მოქმედი ეკლესიები და სამლოცველოები

არაკოვა - წმინდა მონაზონთა ეკლესია/ სრბოც კუსანაც ეკლესია

arakova-srboc kusanac-1

არაკოვა - წმინდა მონაზონთა ეკლესია -1  დაარსდა 2001 წელს.

ეკლესიის მშენებლობა: სოფელ არაკოვაში წმინდა მონაზონთა ეკლესია დაარსდა 2001 წელს ჰაიასტან იაილახანიანის უდროო გარდაცვალების ხსოვნის აღსანიშნავად. ტაძარი 2001 წლის ოქტომბერში აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა გევორგ. სერაიდარიანმა. ეკლესიის კურთხევას  ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიუსი მეუფე ბაბგენ სალბიანი, ახალქალაქის წმიდა ჯვრის ეკლესიის სულიერი მოძღვარი მამა სამუელ თოროსიანი.

Arakova Srboc Kusanacეკლესია ააგო ჰ. იაილახანიანმა -ოჯახის მეგობრების მხარდაჭერით. ეკლესია მდებარეობს სოფლის მიმდებარე ციცაბო ბორცვზე[1].

არქიტექტურა: ეკლესია აგებულია ტრავერტინით. საერთო ზომებია 8x6.5 მ. განეკუთვნება ჯვარ-გუმბათოვან ტიპს. კედლებისა და სახურავის შეერთებაზე კარნიზებია. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა, რომლის ზემოთ სომხური ოთხსტრიქონიანი წარწერაა გაკეთებული. სახურავის დასავლეთ ნაწილში ექვს სვეტზე დაყრდნობილი სამრეკლოა. გუმბათი შედგება რვა ნავისგან, სადაც გახსნილია ოთხი სარკმელი. ეკლესიის სახურავი მოპირკეთებულია ტუფის კრამიტით. შენობის აღმოსავლეთ ნაწილში დგას წმინდა საკურთხეველი, ხოლო ჩრდილოეთ კედელზე კი ნათლობის აბაზანია მოთავსებული[2].

წლების განმავლობაში ეკლესია იქცა უნიკალურ პილიგრიმობის ადგილად.

საქართველოს სომეხთა  ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი.

[1] „ეჩმიაძინი“, 2001, (ჟ-ჟა), გვ.135.

[2]საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge