Материалы

მოქმედი ეკლესიები და სამლოცველოები

გუმბურდო - სურბ ხაჩ (წმინდა ჯვრის) ეკლესია

IMG 2468აშენდა 2017 წელს.

[2]საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია.

ეკლესიის მშენებლობა: სოფელ გუმბურდოს დასავლეთ კიდეზე, ციცაბო ბორცვზე, რომელიც გადაჰყურებს მდინარე მტკვარს, [1] „ხაჩი დურანის“ ტერიტორიაზე მდებარეობს სურბ ხაჩ (წმინდა ჯვრის)  ეკლესია.   ეკლესია აშენდა 2011 წელს, გუმბურდოს ღვთისმოსავი სომხების-  ხაჩატურ და საიათ საჰარიანების ინიციატივითა და ქველმოქმედებით. 2017 წლის 22 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მთავარი ვიკარიატის ვიკარიუსი  მეუფე ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით, წმინდა მირონით აკურთხა ახლადაშენებული სურბ ხაჩ (წმინდა ჯვრის) ეკლესია.

პირველი წმინდა ლიტურგია სამცხე-ჯავახეთის, ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა, ღირსი მამა ტათევ  მარუქიანმა აღავლინა.

Imgარქიტექტურა: ეკლესია აშენებულია წითელი ტუფით. საერთო ზომებია 6x9.5 მ. განეკუთვნება ჯვარ-გუმბათოვან ტიპს. ფასადები არ არის მორთული. კედლებისა და სახურავის შეერთებაზე კარნიზებია. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა, რომლის ზემოთ სომხური ოთხსტრიქონიანი წარწერაა გაკეთებული.

გუმბორდო 1. სახურავის დასავლეთ ნაწილში - 6 სვეტზე აგებულია სამრეკლო. გუმბათი შედგება რვა ნავისგან, სადაც 4 სარკმელია გახსნილი. ეკლესიის სახურავი მოპირკეთებულია ტუფის კრამიტით. შენობის აღმოსავლეთ ნაწილში, ოთხი საფეხურის სიმაღლეზე,  აშენებულია საკურთხეველი, ხოლო  ჩრდილოეთ კედელზე კი ნათლობის აუზია განთავსებული .[2]Գյուբորդո 1

ხალხური ტრადიცია. „ხაჩი დურანის“ ტერიტორიაზე აშენებული ახალი ეკლესიის წყალობით გუმბურდოელებს საშუალება მიეცათ წმინდა აღდგომის ტრადიციული დღესასწაული  უკვე სათანადოდ, ანუ  სასულიერო წესებითა და შესაბამისი რიტუალური ცერემონიებით აღენიშნათ. ეს რიტუალური ცერემონია, რომელიც ტარდება სოფელ გუმბურდოში,  უნიკალურია რეგიონში თავისი ბუნებით და მორწმუნე ხალხის საყოველთაო მონაწილეობით.

  საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი

[1] „ეჯმიაწინი“, 2001 წ., (ჟ-ჟა) (10-11), გვ.135.

[2]საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი. საქართველოს სომეხთა ეპარქია.          

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge