დადეშ- სურბ ასტვაწაწინ
დადეში - ეკლესია სურბ ასტვაწაწინ 1. 1867 წელს ძველი ეკლესიის სამხრეთ მხარეს აშენდა ახალი ამავე სახელწოდების ეკლესია, რომელსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2015 წელს.
სოფელი დადეში მდებარეობს ახალქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით 13 კმ-ში. სოფლის მცხოვრებთა წინაპრები აქ დასახლდნენ 1830-იანი წლების შუა ხანებში ერზრუმის პროვინციის სოფელ აშკალადან, მუშიდან და კარსიდან. სოფელში შემორჩენილი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნაგებობაა ძველი ეკლესია სურბ ასტვაწაწინი [1].
ეკლესიის დაარსება: სოფელ დადეშში არსებობდა სურბ ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის სახელობის) ძველი და ახალი ეკლესიები. ძველი ეკლესია დაარსდა X-XI საუკუნეებში. XIX საუკუნეში სოფელში ჩასახლებულმა სომხებმა ჯერ ძველი დანგრეული ეკლესია განაახლეს, შემდეგ კი 1848 წელს ეკლესიის კურთხევის თხოვნით მიმართეს ახალციხის სასულიერო ხელმძღვანელობას. [2] 1867-1868 წლებში ძველი ეკლესიის სამხრეთ მხარეს აშენდა ამავე სახელწოდების ახალი ეკლესია [3]. 1885 წლის მდგომარეობით ეკლესია იყო ქვით აშენებული, ხის სახურავით. [4] სოფლის მცხოვრებლების თქმით ახალი ეკლესია იყო გუმბათოვანი, რომელიც მოგვიანებით ჩამოინგრა.
არქიტექტურა. ეკლესია სურბ ასტვაწაწინი აშენებულია შერეული სახის ტუფით და ეკუთვნის გუმბათოვან დარბაზულ ტიპს. საერთო ზომებია 19.47x10.6 მ. მშენებლობისას შესაკრავ მასალად გამოიყენებოდა ცაცხვი (კირი), რაც აშკარად ჩანს შენობის ფასადებზე. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე სწორკუთხა სარკმლებია გახსნილი. ჩრდილოეთ კედლის გვერდით შემორჩენილია ძველი შუა საუკუნეების ეკლესიის ფრაგმენტი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა. გადახურვის 1 Dadeshi Surb Astvatsatsin დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სამრეკლო, ხოლო სახურავის ცენტრალურ ნაწილში დგას რვაკუთხა გუმბათი. გუმბათის გვერდებზე სწორკუთხა სარკმლებია გახსნილი. შიდა სივრცე სამი სვეტით დაყოფილია კაპიტელებად. აღმოსავლეთ ნაწილში არის გამოძერწილი ორნამენტებით მორთული წმიდა საკურთხეველი, მისი მარჯვენა და მარცხენა სამკვეთლოებით. ნათლობის აუზი ჩრდილოეთ კედელშია განთავსებული[5].
სამრევლო მღვდლები: ეკლესია სურბ ასტვაწაწინის მღვდელმსახურებს შორის იყვნენ მღვდელი მარტიროს მაჰთესის ძე ჰოვსეფიანი, მღვდელი კარაპეტ ტერ-გაბრიელიანცი [6] და დეკანოზი ზაქარია ზაღუნეანცი [7], რომლებიც მღვდლად მსახურობდნენ 1850-1880-იან წლებში.
სკოლა: 1869 წლის სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის სასკოლო ბიულეტენის თანახმად, სოფელ დადეშის საეკლესიო-სამრევლო სკოლა დაარსდა სოფლის საზოგადოების სახსრებით 1864 წელს, იმ დროს სკოლაში იყო 20 მოსწავლე და 1 მასწავლებელი. [8]
ეკლესიის ხელახალი კურთხევა: სოფელ დადეშში მდებარე ეკლესია სურბ ასტვაწაწინი საბჭოთა წლებიდან არ ფუნქციონირებს. ტაძრის რესტავრახია და კეთილმოწყობა 2014 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. 2017 წლის 10 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მთავარი ვიკარიატის ვიკარიუსი მეუფე, ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით, აღავლინა რესტავრაციის პროცესში არსებულ სურბ ასტვაწაწინ ძველი ეკლესიის გუმბათისა და სამრეკლოს ჯვრებისა და ზარის კურთხევის ცერემონია.
- 2017 წლის 16 სექტემბერს, მისი პირველი კურთხევიდან ათწლეულების შემდეგ, საფუძვლიანად აღდგენილი ეკლესია სურბ ასტვაწაწინი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთის მთავარი ვიკარიიატის ვიკარიუსი დეკანოზი მეუფე, ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით, ხელახლა აკურთხა.
ტაძარი აღდგენილია რუსეთში მცხოვრები ლუდვიგ თუმასიანის ოჯახისა და რუსეთის ფედერაციიდან მათი მხარდამჭერი ნათესავებისა და მეგობრების მეცენატობობით.
სურბ ასტვაწაწინ ეკლესიაში პირველი წმინდა და უკვდავი ლიტურგია აღავლინა ღირსმა მამა ტათევ მარუქიანმა. წმინდა ლიტურგიის შემდეგ შესრულდა პირველი ნათლობა. [9]
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი
[1] ს. კარაპეტიანი, ერევანი, 2006, გვ. 153.
[2]იხ. იქვე.
[3] ს.ე.ა., ფ. 56, გვ. 1, ს. 5094 ფ. 1 და მიმდ.,
[4] „არძაგანქ (ექო)“, 1885, No3, გვ.41.
[5]საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი. საქართველოს სომეხთა ეპარქია.
[6] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3868 ფ.16-ის მიმდ.; ს. 2, წ. 5488 ფ. 2; წ. 5503 ფ. 3:
[7] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 2, წ. 5473, ფ. 2:
[8] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3977, ფ. 53 გ.-54.
[9] სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური: http://armenianchurch.ge/hy/news/34-news/1395-yekeghecu-ocum.