წალკის რაიონის სოფელ დარაქოვის სურბ ჰარუთიუნ ეკლესია
2021 წლის 28 აგვისტოს, რესტავრაციის შემდეგ, ხელახლა იკურთხა წალკის რაიონის სოფელ დარაქოვის სურბ ჰარუთიუნ ეკლესია.
ქველმოქმედნი არიან გაგიკ და რაფაელ აღაჯანიანები.
ეკლესია ხელახლა იკურთხა შირაკის ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის მიერ.
ეკლესიის ხელახალი კურთხევის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი, მღვდელი ნარეკ ტიგრანიანი, მღვდელი არმაშ პოღოსიანი, მღვდელი გევორგ ასატრიანი და დიაკვნები.